mtavari cvens sesaxeb ras gtavazobt sxvadasxva kontaqti

მთავარი

აუდიტორული ფირმა „ბუღალტერ-ექსპერტი“ წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც დაფუძნდა 1995 წლის 29 დეკემბერს. იგი წარმოადგენს სასწავლო-სამეცნიერო მცირე საწარმო „ბუღალტერ-ექსპერტის“ სამართალმემკვიდრეს, რომელიც შეიქმნა 1991 წელს.

აუდიტური ფირმა „ბუღალტერ-ექსპერტი“ არის კომპანია, რომელიც კარგად იცნობს ადგილობრივ რეალობასა და ნაციონალურ-კულტურულ თავისებურებებს. კომპანია თავისი საქმიანობის 30 წლამდე გამოცდილებით ერთერთი პირველთაგანია საქართველოს აუდიტორული საქმიანობის ბაზარზე.

ჩვენ პასუხს ვაგებთ, თქვენს მიერ საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული ჩვენთვის ცნობილი სამეურნეო ოპერაციებისა და მოვლენების ფინანსურ ანგარიშგებაში სწორად და უტყუარად ასახვაზე.

 

თქვენ პასუხს აგებთ, თქვენს მიერ განხორციელებულ სამეურნეო მოქმედებებსა და სამეურნეო ოპერაციებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ფინანსურ მდგომარეობაზე.

ჩვენი საქმიანობა დაზღვეულია სს „სადაზღვევო კომპანია უნისონში“ -ში. პასუხისმგებლობის ლიმიტი შეადგენს 150000 ლარს. დამკვეთის საქმიანობიდან გამომდინარე მასზედ შემსრულებლის ბრალეულობით რაიმე სახის ვალდებულების დაკისრების შემთხვეაში, შემსრულებელი კისრულობს ვალდებულებას სრულად გადაიხადოს დამკვეთზე დაკისრებული ვალდებულება შესაბამისი კრედიტორის წინაშე.

აუდიტორულ შემოწმება ხორციელდება სამეურნეო სუბიექტის სამეწარმეო საქმიანობის, საჯარო ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების, დაბეგვრისა და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობისა და საწესდებო მოთხოვნების უტყუარობის, სისრულის, მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმატივებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ობიექტურობის, დამოუკიდებლობის და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვით.