mtavari cvens sesaxeb ras gtavazobt sxvadasxva kontaqti

ბენეფიტები

თქვენ საშუალება გექნებათ:

• სამუშაო ადგილზე მიიღოთ საბუღალტრო მომსახურება ოპერატიული, სტატისტიკური და ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ელემენტის დაცვით;

• მოითხოვოთ და გქონდეთ მმართველობითი და ფინანსური აღრიცხვის სრული პაკეტი;

• ზედმეტი დანახარჯების გარეშე მოგიმზადდეთ მიმდინარე და წლიური ანგარიშგებები;

• თქვენს მიერ წარმოდგენილი განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაციის მიხედვით გაგიმზადებთ ყველა საჭირო საგადასახადო დეკლარაციას, გაანგარიშებასა და ინფორმაციას, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარსადგენია შესაბამის საგადასახადო სამსახურებში;

• თქვენი საბუღალტრო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება მოხდება პროფესიონალ და კვალიფიციური აუდიტორებისა და ბუღალტრების მიერ;

• ჯგუფურად ან/და ინდივიდუალურად მიიღებთ კვალიფიციურ კონსულტაციებს;

• სასამართლოებში და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან ურთიერთობისას ან/და დავების წარმოებისას არ დაგჭირდებათ, სხვადასხვა რანგის სპეციალისტების (ფინანსისტების და აუდიტორების) აყვანა საბუღალტრო-სააღრიცხვო და საგადასახადო დოკუმენტების მომზადებისა და წარდგენისათვის და შესაბამისად არც დამატებით დანახარჯებს გასწევთ.