|
აუდიტორული ფირმა „ბუღალტერ-ექსპერტში“ დასაქმებულია ექვსი თანამშრომელი:
** ვლადიმერ სიხარულიძე - დირექტორი, დამფუძვნებელი პარტნიორი და გარიგების პარტნიორი. უმაღლესი ეკონომიკური განათლებით. აქვს აუდიტორულ საქმიანობას 25 წლიანი გამოცდილება, როგორც კერძო ასევე სახელმწიფო სექტორში.
აქვს ფინანსურ მენეჯერად და მთავარ ბუღალტრად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ჩატარებული აქვს ათზე მეტი საგადასახადო შემოწმება შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების პროექტის ფარგლებში.
გააჩნია საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს სერთიფიკატი ს№6/249.
** გაიოზ გოშაძე - აუდიტორი. სერთიფიცირებული ბუღალტერი. უმაღლესი ეკონომიკური განათლებით. აქვს აუდიტორულ საქმიანობას 20 წლიანი გამოცდილება, როგორც კერძო ასევე სახელმწიფო სექტორში.
აქვს გარიგების პარტნიორად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება.
გააჩნია საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს სერთიფიკატი ს№6/076.
** მაია გოგიტაშვილი-ბუღალტერ-ექსპერტი. უმაღლესი ეკონომიკური განათლებით. აქვს მრავალი სახის სამეურნეო სუბიექტში და სახელმწიფო სტრუქტურაში მთავარ ბუღალტრად მუშაობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება.
** ოლია ილაური--ბუღალტერ-ექსპერტი. უმაღლესი ეკონომიკური განათლებით. აქვა მრავალი სახის სამეურნეო სუბიექტში მთავარ ბუღალტრად მუშაობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება.
ჩატარებული აქვს ოცდაათამდე საგადასახადო შემოწმება შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების პროექტის ფარგლებში.
** თამარ უჯმაჯურიძე-სპეციალისტი. უმაღლესი ეკონომიკური განათლებით. ეთიკური მოთხოვნების შესრულებათან, ახალ დამკვეთთან ურთიერთობის, და შრომითი რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხთთა მენეჯერი.
** დავით სიხარულიძე-აუდიტორი. უმაღლესი ეკონომიკური განათლებით. აქვს საჯარო სექტორში გარიგების პარტნიორად მუშაობის გამოცდილება.
გააჩნია საჯარო სექტორის აუდიტორის სერტიფიკატი №0026 და საქართველოს პროფესიონლ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მეორე დონის სერთიფიკატი.
ჩვენი ძირითადი ფასეულობებია:- პროფესიონალიზმი;
- პერსონალური მომსახურება;
- მაღალი დონის კონსულტაცია;
- კადრების მუდმივი პროფესიული განვითარება.