|
გთავაზობთ აუდიტორული მომსახურების სრულ სპექტრს. არღიცხვის, დაბეგვრისა და მართვის სფეროში გაწეული კვალიფიციული დახმარება უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს. დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომელსაც ჩაატარებენ ჩვენი პროფესიონალები, საშუალებას მოგცემთ თქვენი ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებული გაანგარიშება შესაბამისობაში მოიყვანოთ მოქმედ კანონმდებლობასთან, ხოლო აუდიტორის დასკვნა ბუღალტრული ანგარიშგების უტყუარობის შესახებ წარმოადგენს თქვენი კომპანიის პატიოსნებისა და გამჭირვალობის დასტურს.
საზოგადოების საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა:
- ფიზიკური და იურიდიული პირების სამეწარმეო (ეკონომიკურ) საქმიანობასთან დაკავშირებულ აღრიცხვა-ანგარიშგების, დაბეგვრის, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებაზე;
- ატარებს სამეურნეო სუბიექტების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხების ექსპერტიზას, მათვე უწევს მომსახურებას შესაბამის საკითხებზე;
- ახორციელებს ყველა იმ საქმიანობას რაც გათვალისწინებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით.
აუდიტორული საქმიანობა• სამეურნეო ოპერაციების ამსახველი პირველადი დოკუმენტების შედგენის წესისა და ფორმის შერჩევითი შემოწმება არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე;
• სამეურნეო ოპერაციებისა და საბუღალტრო ჩანაწერების აღრიცხვის შემოწმებას აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე;
• წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემოწმებას ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე;
• წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემოწმებას საბუღალტრო ჩანაწერებთან შესაბამისობაზე;
მომსახურების შედეგად, დამკვეთს გადაეცემა საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული ფორმის აუდიტორული დასკვნა და წერილი მენეჯმენტს.
ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ კლიენტის საგადასახადო და იურიდიულ პრობლემებს, რადგან თითოეული ასეთი პრობლემის მოუგვარებლობა ნიშნავს შესაძლო ჯარიმებს, სანქციებსა და საურავებს. იმის გამო, რომ დღეს საქართველოში საკანონმდებლო ბაზა რთული და ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობრივია, კლიენტს უჭირს ცალსახა და არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღება.
ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კლიენტთა მომსახურებაში და გუნდური მუშაობა, დამკვეთს შესაძლებლობას მისცემს მიიღოს ხშირად არაორდინალური, მაგრამ არგუმენტირებული გადაწყვეტილება. ტრადიციულად, კომპანია „ბუღალტერ-ექსპერტს“ დამკვეთთა საგადასახადო საკითხების, ბუღალტრულ აღრიცხვასთან და ანგარიშგებასთან დაკავშირებულ საკითხების გადაჭრის საქმეში ძლიერი პოზიციები უჭირავს და მის დათმობას არც მომავალში აპირებს.
საბუღალტრო მომსახურების სტანდარტული პაკეტი მოიცავს:• თქვენს მიერ მოწოდებული პირველადი დოკუმენტების შემოწმება სისრულეზე და საგადასახადო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე;
• კონსულტაცია პირველადი საბუთების მომზადება/მოწესრიგებასთან და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით;
• პირველადი დოკუმენტების ასახვა ჩვენს საბუღალტრო პროგრამაში;
• საგადასახადო დეკლარაციების და ფორმების მომზადება და წარდგენა საგადასახადო ინსპექციაში;
• დამკვეთის მიერ გადასახდელი გადასახადების კალკულაცია და დამკვეთის ინფორმირება;
• ურთიერთობა საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებთან დამკვეთის საბუღალტრო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით;
• კამერალური და გეგმიური საგადასახადო აუდიტის (რევიზიის) პერიოდში დამკვეთის ინტერესების დაცვა და აუდიტის რეგლამენტით გათვალისწინებული ინფორმაციის მომზადება/წარდგენა;
• დამკვეთის ინტერესების დაცვა მესამე პირების წინაშე საბუღალტრო/საგადასახადო საკითხებში;
• საბუღალტრო პროგრამის სტანდარტული ამონაწერების და ბრუნვითი უწყისების მიწოდება;
• სხვა მომსახურება, რომელიც აუცილებელია ბუღალტერიის წარმოებისათვის საქართველოშო მოქმედი სტანდატებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.